გაკვეთილის გეგმა








გაკვეთილის  გეგმა 1   
  რუსული  ენა

გაკვეთილის თემა.

“მივდივართ  სამოგზაუროდ


სწავლების  საფეხური

ს 2 , VI კლასი

მოსწავლის პროფილი

კლასში 21 მოსწავლეა,  სსსმ  მოსწავლე არ  არის

გაკვეთილის
მიზანი


1.  იგებენ  წაკითხულ  ტექსტს.
2.  პასუხობენ კონსტრუქციების მიხედვით   დასმულ კითხვებზე.
3.  ცდილობენ  მეტყველებაში  კონსტრუქციის «Как называется...»  და  ჩვენებითი  ნაცვალსახელების  это, этот, эта გამოყენებას  შემდეგ  გამონათქვამებთან:
  • Скажите, пожайлуста!
  • Вы не скажите...?
  • Извините, вы не знаете...
გაკვეთილის  მნიშვნელობა  და მისი  აქტუალობა

  • გაკვეთილის თემა  დაეხმარება  მოსწავლეებს  მეტი  გაიგონ  პეტერბურგის, მის  ღირსშესანიშნაობების  შესახებ. 
  • მოსწავლეები  შეძლებენ  რუსეთის  კულტურული  მემკვიდრეობის  გაცნობას, რაც   დაეხმარება  მათ   რუსული  ენის  ცოდნის  მნიშვნელობის  გაგებაში.
  • შეძლებენ რუსულ ენაზე კომუნიკაციას მოგზაურობასთან დაკავშირებით, შეეჩვევიან საჭირო კონსტუქციების სწორად გამოყენებას , გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს ამ მიმართულებით.
კავშირი სხვა საგნებთან.

გეოგრაფია; ისტ. ისტორია

შედეგები  ესგ-ის შესაბამისად

         «კითხვა»                           .II.1 -  .II.5;   
  «ლაპარაკი "   .II.7;  .II.8;
            «მოსმენა»                                 .II.15;.II.16;    .II.17 - .II.22;                                                
            «დიალოგის  კულტურა»           .II.23-24;   ;   .II.26-  .II.28;                                                                                     
          «სწავლის  სწავლება»                .II.29-  .II.30
            «პრაქტიკული გამოყენება»        .II.32 - .II.37;

საჭირო ცოდნა
მოსწავლეები კითხულობენ, იგებენ  ტექსტის შინაარსს. კონტექსტში შეუძლიათ მარტივ კითხვებზე  პასუხის  გაცემა. აქვთ  ელემენტარული გრამატიკული  ცოდნა.

რესურსები
  • სახელმძღვანელო;    
  • « მასწავლებლის წიგნი»;
  • დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, მარკერი; ფლიპჩარტი
  • კომპიუტერი, პროექტორი; ეკრანი
  • «რუსეთისრუკა.
  • ვიდეოფილმი:Санкт - Петербург город Петра

გაკვეთილის მსვლელობა








 

    
გამოწვევა - 10  წთ.
  • მისალმება.
  • საშინაო  დავალების  შემოწმება :
  • წერითი დავალების  შემოწმება   (№10  გვ.48  რვეული).
  • მოსწავლეები კითხულობენ  შესრულებულ  დავალებას,  კომენტარს  უკეთებენ  გამოყენებულ კონსტრუქციებს;                             კითხვები კლასს:
  • Какую тему  мы изучаем?
  • Что вы знаете уже по этой теме?
  • Чтобы вы ещё хотели знать о России?
  • В  каком городе вы бы хотели  побывать?
გონებრივი იერიში.
კითხვები კლასს:
  • Что вы  знаете о Петербурге?
  • Где находится Петербург? რუსეთის  რუკაზე  მუშაობა.

შინაარსის რეალიზება - 25  წთ.  

დავალება მოსწავლეებს:
  • ტექსტის  «Петербург - город  Петра» მოსმენა  და   მე-11 გვ.49  დავალების   შესრულება  რვეულებში (სწორი პასუხების  შემოხაზვა).
  • შესრულებული დავალების განხილვა;
  • ტექსტის  წაკითხვა  მოსწავლეების  მიერ და  უცნობი  სიტყვების  ამოწერა;
  • ტექსტის  გაგების  დონის  შემოწმება;
 (მოსწავლეები  მასწავლებლის  დახმარებით  თარგმნიან  ახალ  სიტყვებს, ხდება  ამ   სიტყვების  ჩაწერა  დაფაზე  და  ლექსიკონებში: течёт, уютный, Дворцовая, Самый,»Медный всадник»).
  • წაკითხვის დროს მოსწავლეები ინიშნავენ  კითხვებს,რომელსაც კითხავენ ჯგუფს;
(მოსწავლეები ცვლიან  კითხვებს და თითოეულ  მოსწავლეს უწევს სხვისი კითხვის პასუხის  გაცემა, რითაც ხდება როგორც იმის განსაზღვრა რამდენად სწორადაა შედგენილი კითხვა,  ასევე  რამდენად სწორად პასუხობს თვითონ. ავსებენ  ფლიპჩარტზე  მომზადებულ  ცნების  რუკას . 
  • ფილმის ჩვენება: ფილმის  ჩვენების  შემდეგ  გამოხატონ საკუთარი   შთაბეჭდილება  შემდეგი კონსტრუქციის გამოყენებით: « Мне  понравилась (лся)» + имен. пад.“
  • ფილმის  ჩვენება -8 წთ.;
  • 2-3 – მოსწავლის  შთაბეჭდილება;
  • მუშაობა წყვილებში, დიალოგის  შედგენა  და  გათამაშება.

(დაფაზე : გამოიყენეთ პასუხებში  კონსტრუქციები «Как называется ...»    და  ნაცვალსახელები  это, этот, эта  +
Скажите, пожайлуста!
Вы не скажите...?
Извините, вы не знаете...

გაკვეთილის შეჯამება










შეფასება
რეფლექსია- 10  мин.
  • გაკვეთილის  შეჯამება:
  • Что мы сегодня с вами  посмотрели и узнали?
  • Что вам понравилось,чтобы вы хотели узнать или увидеть?
  • საშინაო  დავალება:
  • ტექსტის  ხელახალი  წაკითხვა, ახალი  სიტყვების  მნიშვნელობის  დამახსოვრება;
  • დაწერეთ  ესსე  თემაზე: ,, Город  Петра ,,  მოცემული გეგმის მიხედვით:
  • Какие достопримечательности в Петербурге?
  • Что понравилось в фильме?
  • Чтобы они хотели ещё посмотреть?  
  • ვადგენთ  ესეს  შეფასების  კრიტერიუმებს.

  • მოსწავლეთა  შეფასება : (ფასდება  მოსწავლე, რომელიც პასუხობს  დაფასთან;
  • მოსწავლე, რომელმაც  კომენტირებას  უკეთებს  წერით  საშინაო  დავალებას;
  • 2  აქტიური  მოსწავლე.


გაკვეთილის  გეგმა



გაკვეთილის  მთავარი  თემა
„Знакомимся с русскими поэтами“
სწავლების  საფეხური
ს V,  XI   კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
24  მოსწავლე, სსსმ  მოსწავლე  არ  არის
გაკვეთილის  მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე  გაიცნობს  რუსი  პოეტის ავტობიოგრაფიას  და  შეადარებს  უკვე  ნასწავლ  და  პრეზენტაციაში წარმოდგენილ  მისივე   ბიოგრაფიას
გაკვეთილის  მიზნები  და  შედეგები
მოსწავლე  შეძლოს  ს.ა.ესენინის  ავტობიოგრაფიის  წაკითხვა და კონტექსტით  უცნობი  სიტყვების  გაგება  
წინასწარი  ცოდნა
მოსწავლეებმა  ნაწილობრივ  უკვე  იციან  ფაქტები  ბიოგრაფიიდან
შეფასების  საგანი  და  პროცედურები
მოსწავლეები  ფასდებიან საკლასო  სამუშაოს რუბრიკით
სასწავლო  მასალა  და
 ტექნიკური  რესურსები
სახელმძღვანელო, სამუშაო  რვეული,  პრეზენტაცია „ს.ა.ესენინი“ Биография С.А.Есенина , პროექტორი, კომპიუტერი
გაკვეთილის  მსვლელობა
  1. მასწავლებელი კითხულობს  ს.ა.ესენინის  ლექსს  „წერილი  დედას“  და კლასში  განიხილავენ თემას
  2. მოწმდება  მოსწავლეების  მიერ  წინა  გაკვეთილზე  მოსმენილი  ბიოგრაფიიდან  ხრონოლოგიურად  შედგენილი კითხვები
  3. მასწავლებელი  წარმოადგენს  პრეზენტაციას  „ს.ა.ესენინი“Биография С.А.Есенина
  4. მოსწავლეები  განიხილავენ  თუ რა  გაიგეს  ახალი  ბიოგრაფიიდან.
  5. ჯგუფებში ასრულებენ  დავ.18  გვ.11 სამუშაო  რვეულში (საერთო  ფაქტები  ბიოგრაიაში  და  ავტობიოგრაიაში)
  6. გაკვეთილის  შეჯამებისთვის ჯგუფები  ასრულებენ  სახელმძღვანელოდან დავ.29 გვ.17 - ახარისხებენ ცალცალკე  ავტობიოგრაფიის  და  ბიოგრაფიის  ფაქტებს.
  7. საშ.დავალება - მოსწავლეები  ამზადებენ  კითხვარს  ნასწავლ  ფაქტებზედაყრდნობითბიოგრაფიის მოსაყოლად

 

No comments:

Post a Comment